პირადულობის დებულება, რომლითაც ვრცელდება Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე, Tor-ბრაუზერი Android-ზე და Tor VPN
ამოქმედების თარიღი: 30 ოქტ, 2025
ამ დებულებას ექვემდებარება:
- Tor-ბრაუზერი Android-ზე
- Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე.
- Tor VPN
განსაზღვრავს, თითოეულ პროგრამას როგორ აქვს წვდომა, როგორ აგროვებს, იყენებს და აზიარებს მომხმარებლის მონაცემებს.
1. შემმუშავებელი და საკონტაქტო მონაცემები
შემმუშავებელი: The Tor Project, Inc.
ვებსაიტი: https://www.torproject.org
მხარდაჭერა/კითხვებისთვის: https://support.torproject.org/
პირადულობის საკითხებისთვის ელფოსტა: privacy contact
2. პირადულობის საერთო დებულებები
Tor-პროგრამები მოწყობილია მომხმარებლის პირადულობისა და ვინაობის გაუმხელობის უმაღლეს დონეზე ასაყვანად:
- არავითარი აღრიცხვა მომხმარებლის პირადი თუ საფრთხილო მონაცემებისა
- არავითარი თვალის დევნება, გაზომვები თუ კვლევები
- არავითარი მომხმარებლის ანგარიშები ან ვინაობაზე მიბმა
- ღია წყაროთი და პირადულობისთვის მომართული
3. ცალკეულ პროგრამაში მონაცემებთან მოპყრობა
Tor-ბრაუზერი Android-ზე Alpha
- აღრიცხავს IP-მისამართებს, მონახულებულ გვერდებს, მოწყობილობის საცნობს ან მდებარეობას
- ყველა კავშირს ატარებს Tor-ქსელის გავლით ვინაობის გაუმხელობისთვის, გარდა ერთი გამონაკლისისა:
- მკაცრად შეზღუდული და ცენზურის ქვეშ არსებული ინტერნეტკავშირისას Tor-ბრაუზერმა შეიძლება ისარგებლოს შეზღუდვების არიდების საშუალებებით, როგორებიცაა მისაერთებელი გადამყვანები (PT) (მაგ., Moat) ხიდური გადამცემების მონაცემების მოსაპოვებლად.
- ამგვარი ხელსაწყოები მოითხოვს Tor-ის გარე მყისიერ კავშირს, ე. წ. მანიშნებელი არხის გავლით, საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად Tor-ქსელთან მიერთებისთვის.
- ამგვარი კავშირის მოშველიება თავისთავადაცაა შესაძლებელი, როცა Tor-ბრაუზერი ვერ უერთდება ქსელს პირდაპირ ან შეიძლება მომხმარებელმაც მიუთითოს ხელით.
- Tor-პროექტი არ აღრიცხავს პირის ამოსაცნობ მონაცემებს ამგვარი მანიშნებელი მოთხოვნების გაგზავნისას.
- ინახავს გამოყენებისას დროებით მომარაგებულ მონაცემებს, რომლებიც სუფთავდება გამოსვლისას ან „ახალი ვინაობის“ არჩევისას
მომხმარებლისთვის მართვისა შესაძლებლობის მისაცემად და პირადულობის დაცვით მუშაობისთვის, Tor VPN ინახავს მომხმარებლის მიერ გამართულ გარკვეულ პარამეტრებს მოწყობილობაზე ადგილობრივად.
ამგვარი პარამეტრების მაგალითებია:
- მითითებული ხიდური გადამცემები ან ხიდის მორგებული გამართვა
- გამსვლელი კვანძის მახასიათებლები (მაგ., ქვეყნის ასარჩევი)
- ცალკეული პროგრამის კავშირის გადამისამართების წესები (რომელი პროგრამის კავშირებს აირიდებს ან გაატარებს Tor)
მოცემული პარამეტრები:
- Are stored only on the user's device
- Are used solely for local functionality and configuration
- Can be deleted at any time via in-app settings or by uninstalling the app
Tor VPN
- არავითარი მომხმარებლის ანგარიშზე შესვლის მოთხოვნები, თვალის დევნება ან ვინაობაზე მონაცემების დართვა
- არავითარი თვალის დევნება თუ გაზომვები გამოყენებისას
- მხოლოდ ადგილობრივად შენახული აზომვები სარგებლობისას (ხანგრძლივობა, გამტარუნარიანობა) და მოცილება სარგებლობის დასრულებისთანავე
- მხოლოდ ადგილობრივად შენახული აღრიცხვები სარგებლობისას, რომლებიც ხილული იქნება აღრიცხვების ცნობარში და მოცილდება მაშინათვე, როცა კი VPN გაითიშება ან პროგრამა დაიხურება
- არავითარი წვდომა შენახულ ნომრებთან, ფაილებთან თუ პირის საცნობ მონაცემებთან
მომხმარებლისთვის მართვისა და მორგების შესაძლებლობის მისაცემად, Tor VPN ინახავს მომხმარებლის მიერ გამართულ გარკვეულ პარამეტრებს მოწყობილობაზე ადგილობრივად.
ამგვარი პარამეტრები არასდროს გადაიცემა Tor-პროექტისა თუ სხვა გარეშე მხარეთა მიერ და არ იქნება მიბმული მომხმარებლის ამოსაცნობ თუ მოწყობილობის მონაცემებთან.
მათ შორისაა:
- მითითებული ხიდური გადამცემები ან ხიდის მორგებული გამართვა
- გამსვლელი კვანძის მახასიათებლები (მაგ., ქვეყნის ასარჩევი)
- ცალკეული პროგრამის კავშირის გადამისამართების წესები (რომელი პროგრამის კავშირებს აირიდებს ან გაატარებს Tor)
- ჩაყენებული პროგრამების სია (გამოიყენება ადგილობრივად ცალკეული პროგრამის კავშირების გადამისამართებისთვის)
- დაცული პროგრამების სია (მოითხოვება მონაცემთა მიმოცვლის გამონაკლისებისთვის)
- „გაშვება ჩატვირთვისას“ ასარჩევად
- უპირატესობის მინიჭება ხელით გამშვებზე (თუ ახლავს)
აღნიშნული პარამეტრები:
- ინახება მხოლოდ მომხმარებლის მოწყობილობაზე
- გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივად მუშაობისა და გამართვისთვის
- შეიძლება წაიშალოს ნებისმიერ დროს პროგრამის პარამეტრებიდანვე ან პროგრამის ამოშლისას
- არასდროს გადაეგზავნება Tor-პროექტსა თუ სხვა გარეშე მხარეებს
- არაა მიბმული მომხმარებლის ამოსაცნობ ან მოწყობილობის მონაცემებთან
შენიშვნა: ჩაყენებული პროგრამებისა და დაცული პროგრამების ჩამონათვალი აუცილებელია პროგრამის იძულებითი სახით გადამისამართებისთვის VPN-ით — იმის დასამოწმებლად, რომ ყველა პროგრამის კავშირს ნამდვილად გაატარებს Tor, თუ საგანგებოდ არ მიეთითება გამონაკლისი მომხმარებლის მიერ.
4. ნებართვები (Android)
Tor-ბრაუზერისთვის Android-ზე ამჟამად მოითხოვება მოცემული ნებართვები:
INTERNET — კავშირისთვის Tor-ქსელთან
WAKE_LOCK — მოწყობილობის უქმ რეჟიმში გადასვლის აღსაკვეთად (მაგ., გაშვებული ვიდეოს ყურებისას)
MODIFY_AUDIO_SETTINGS — ითხოვს WebRTC-შემადგენლები (შენიშვნა: WebRTC სრულადაა ამორთული აწყობისას)
HIGH_SAMPLING_RATE_SENSORS — იყენებს JavaScript გარკვეული მაკავშირებელი API-ებისთვის; დროითი ზემოქმედება Tor-ბრაუზერის პირადულობისთვის
აღნიშნული ნებართვები არაა დაკავშირებული მონაცემთა შეგროვებასთან და მიმართულია იმ შესაძლებლობების ასამუშავებლად, რომელთა წყაროსაც წარმოადგენს Firefox (Fenix).
დროდადრო განვიხილავთ და ვამოწმებთ ხოლმე წყაროდან მომდინარე ამგვარ ნებართვებს, ხომ არ არღვევს მომხმარებლის პირადულობასა და ვინაობის გაუმხელობას.
Tor-ბრაუზერისთვის Android-ზე არაა მოთხოვნილი:
- სატელეფონო ნომრები
- მდებარეობა
- მოწყობილობის საცნობები (მაგ., IMEI, Android ID)
- გარე საცავი ან ფაილები
- სატელეფონო ზარების ჩანაწერები ან SMS-მონაცემები
- მომხმარებლის ანგარიშები ან შესვლის მონაცემები
წვდომა კამერასთან, მიკროფონთან ან მოწყობილობის სხვა აღმქმელებთან არ მოითხოვება ნაგულისხმევად.
მიუხედავად ამისა, მომხმარებელს შეუძლია დამატებით გასცეს ნებართვა სხვადასხვა საჭიროებისას, როგორიცაა:
- QR-კოდების გადაღება მისამართების ველიდან
- საიტზე არსებული შესაძლებლობის გამოყენება (მაგ., ვიდეოშეხვედრების მოსაწყობად)
All such requests are subject to Android’s runtime permission model, users are in control of granting or denying said access, and is limited in scope and durtation.
Tor VPN
Tor VPN საჭიროებს მოცემულ Android-ნებართვებს სათანადოდ მუშაობისთვის.
მკაცრად და შეზღუდულადაა შერჩეული მხოლოდ ისინი, რომლებიც აუცილებელია VPN-ის მუშაობისთვის, მომხმარებლის მიერ განკარგვისა და სისტემასთან ურთიერთქმედებისთვის.
არ მოითხოვება არანაირი ნებართვები გაზომვების, აღრიცხვებისა და პირადი მონაცემების შესაგროვებლად.
მოთხოვნილი ნებართვები:
INTERNET — მისაერთებლად Tor-ქსელთან და კავშირის გადამისამართებისთვის
BIND_VPN_SERVICE — დაცული VPN-კავშირების შესაქმნელად და უზრუნველსაყოფად
ACCESS_NETWORK_STATE / ACCESS_WIFI_STATE — ქსელის ხელმისაწვდომობისა და ცვლილებების დასადგენად
RECEIVE_BOOT_COMPLETED — სურვილისამებრ რომ გაეშვას Tor VPN მოწყობილობის ჩართვისთანავე (როცა მომხმარებლის მიერ ამოქმედებულია „გაშვება ჩართვისთანავე“)
QUERY_ALL_PACKAGES — გამოიყენება ადგილობრივად, დაყენებული პროგრამების სიის საჩვენებლად ცალკეული კავშირის გადამისამართების ასარჩევად (არასდროს გადაიგზავნება და არ აღირიცხება არსად)
WAKE_LOCK — მოწყობილობის უქმ რეჟიმში გადასვლის აღსაკვეთად მოქმედი VPN-კავშირისას
FOREGROUND_SERVICE / FOREGROUND_SERVICE_SYSTEM_EXEMPTED — თანამედროვე Android-მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად VPN-მომსახურებების გრძელვადიანი მუშაობისთვის
VIBRATE — გამოიყენება მხოლოდ სურვილისამებრ შეტყობინებებისთვის პროგრამაში (მაგ., დაკავშირების ცნობებისთვის)
POST_NOTIFICATIONS — გამოიყენება კავშირის შესახებ შეტყობინებისთვის, როცა კი ამოქმედებულია ( Android 13+)
მოცემული ნებართვები არ გამოიყენება პირადი მონაცემების აღრიცხვისთვის, გადაცემისა თუ გაზიარებისთვის.
ყველა ნებართვა ან გადამწყვეტია VPN-მუშაობისთვის, ან უზრუნველყოფს მხოლოდ ადგილობრივად მოქმედ შესაძლებლობებს მომხმარებლის მიერ შერჩევით.
დადგენილი გეგმა-განრიგით ვამოწმებთ ხოლმე არსებულ ნებართვებს, რომ მუდმივად შეესაბამებოდეს პირადულობის დაცვის ჩვენს მიდგომებს.
Tor VPN არ ითხოვს წვდომას მონაცემებთან, როგორიცაა:
- სატელეფონო ნომრები
- მდებარეობა
- კამერა, მიკროფონი ან სხვა აღმქმელები
- მოწყობილობის საცნობები (მაგ., IMEI, Android ID)
- გარე საცავი ან ფაილები
- სატელეფონო ზარების ჩანაწერები ან SMS-მონაცემები
- მომხმარებლის ანგარიშები ან შესვლის მონაცემები
5. მონაცემთა გაზიარება და გარეშე მხარეები
არავითარი მონაცემები არ უზიარდება გარეშე მხარეებს მომხმარებლის შესახებ — არანაირ სარეკლამო თუ კვლევით დაწესებულებებს ან სხვ.
Tor-ბრაუზერში კომპიუტერზე მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ნებით ინახულონ https://check.torproject.org, რომლის ბმულსაც შეიცავს გვერდი about:tor საკუთარი კავშირის დასამოწმებლად. ეს არასავალდებულოა, განისაზღვრება მომხმარებლის სურვილით და გაატარებს Tor. არავითარი ამოსაცნობი მონაცემები არ აღირიცხება და არ ინახება. ამგვარი შემოწმება არ ეშვება თავისთავად და არაა ხელმისაწვდომი Android-ზე.
Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე შესაძლოა, ვინაობის გაუმხელად ამოწმებდეს ხელმისაწვდომ განახლებებს Tor-პროექტის სერვერებზე. განახლების შემოწმებაში იგულისხმება:
- პროგრამული განახლების მოძიება Tor-პროექტის სერვერებზე Tor-ქსელის გავლით
- გაფართოებების განახლებების მიღება Mozilla-ს დამატებების მომსახურებით (მაგ., კრებულს მოყოლილი გაფართოებებისთვის, როგორიცაა NoScript)
- ამგვარი მოთხოვნები განახლებებისთვის არაა მიბმული მომხმარებლის ამოსაცნობ ან მოწყობილობის მონაცემებთან.
Android-პროგრამებისთვის განახლებების მიწოდებისთვის გამოიყენება პროგრამების გასავრცელებელი წყაროები (მაგ., Google Play) და არა პირდაპირ Tor-პროექტის სერვერები.
ამგვარ შემთხვევებში, როცა ჩვენი პროგრამების გასავრცელებლად გამოიყენება Google Play თანდართული მომსახურებებით, ჩვენ არაფერი ხელგვეწიფება და სრულად ვექვემდებარებით მათი მომსახურებისა თუ პირადულობის დებულებებს. თუ გსურთ მოიპოვოთ Tor VPN აღრიცხვებისა და თვალის მიდევნების გარეშე უფასო და ღია წყაროს მქონე პროგრამების საცავიდან, მაშინ გამოიყენეთ F-Droid ამ საქმისთვის.
დამატებები და გაფართოებები: მომხმარებელმა შეიძლება დამატებით ჩადგას გაფართოებები Tor-ბრაუზერში. აღნიშნული გაფართოებები დამოუკიდებლად მოიპოვებს განახლებებსა თუ შეზღუდვის სიებს (მაგ., uBlock Origin თავად ჩამოტვირთავს ხოლმე ფილტრებს). ყველა ამგვარი მოთხოვნა გადამისამართდება Tor-ქსელის გავლით ვინაობის გაუმხელობის შესანარჩუნებლად.
არავითარი დასინქრონება ან დამარქაფება არ ხდება მომხმარებელთა მოქმედებების, გამართვისა თუ ვინაობის მონაცემებისა.
6. მონაცემთა გამოთხოვა და წაშლა
- არანაირი პირადი მონაცემები არ აღირიცხება და არ გადაიცემა Tor-ბრაუზერის მიერ მუდმივად
მიუხედავად ამისა, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მოცემული შემთხვევები, როცა გარკვეული მონაცემები შეიძლება მუდმივად დარჩეს ადგილობრივად:
სანიშნები და ჩამოტვირთვები მომხმარებელის მიერ თუ შეინახება მოწყობილობაზე, არ წაიშლება თავისით.
Tor-ის მდგომარეობის დამდგენი ფაილები საჭირო Tor-ქსელთან კავშირისთვის (თუნდაც მცველი კვანძებისა და შეთანხმებული მუშაობის მონაცემები). ეს მონაცემები ამოსაცნობად არაა გამოსადეგი და გამოიყენება მხოლოდ Tor-ის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად.
პირადი თვალიერების (PBM) მოქმედება:
**Android-ზე** პირადი თვალიერება მუდამ ამოქმედებულია, რომ ადგილობრივად არ ინახებოდეს ისტორია, ფუნთუშები თუ გამოყენების მონაცემები.
**კომპიუტერზე** პირადი თვალიერება ამოქმედებულია ნაგულისხმევად, თუმცა გათიშვა შესაძლებელია პარამეტრებიდან. ასეთ შემთხვევაში მონახულებული გვერდები, ფუნთუშები თუ საიტის მომარაგებული მონაცემები შეიძლება შენარჩუნდეს მომავალი გამოყენებების დროსაც, სანამ ხელით არ გასუფთავდება.
გამოყენების მონაცემები (მაგ. ჩანართები, საიტის მასალები, ფუნთუშები, ისტორია) იშლება პროგრამის დახურვისთანავე (Android) ან „ახალი ვინაობის“ არჩევისას, ანდაც ბრაუზერიდან გამოსვლისას (კომპიუტერზე მოქმედი როცაა პირადი თვალიერება)
ამოშლისას Tor-ბრაუზერი აცილებს ადგილობრივად შენახულ ყველა მონაცემს.
7. ბავშვთა პირადულობა
მოცემული პროგრამები არაა განკუთვნილი 13 წლამდე ბავშვებისთვის.
არც არავითარი მონაცემები არ აღირიცხება ვინმეს შესახებ. თუ გვეცნობება ამგვარი მონაცემების არსებობის თაობაზე, აუცილებლად წაიშლება.
8. უსაფრთხოება და ვინაობის გაუმხელობა
- მიმოცვლილი მონაცემები სრულად დაშიფრულია და გატარებულია Tor-ქსელით
- Tor-ბრაუზერს კომპიუტერსა და Android-ზე ახლავს თანმომყოლი საშუალებები თვალთვალისა და ამოცნობისგან დაცვისთვის, მათ შორის:
- განურჩეველი მომხ. წარმდგენი
- ეკრანის ზომების ერთგვაროვანი დაყვანა (კომპიუტერზე მხოლოდ)
- ვებსაიტის შიგთავსის განმხოლოება
- Tor VPN განკუთვნილია მონაცემთა მიმოცვლის გასამიჯნად, ამიტომ სხვადასხვა Tor-წრედი გამოიყენება თითოეული პროგრამისთვის
- კოდი ღიაა საჯარო შემოწმებისთვის
9. ცვლილებები ამ დებულებაში
მასალის ცვლილება გამოიწვევს:
- „ამოქმედების თარიღის“ შესწორებას
- განახლებული დებულებების გამოქვეყნებას ამავე გვერდზე
10. თანხმობა
როცა გადაწყვეტთ გამოიყენოთ Tor-ბრაუზერი კომპიუტერსა და Android-ზე, აგრეთვე Tor VPN, ამით ეთანხმებით მოცემულ დებულებას.
თუ არ ეთანხმებით გამოყენების დებულებას, გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ აღნიშნული პროგრამებით.
11. GDPR და მონაცემთა უსაფრთხოება
Tor-პროექტი ერთგულია მომხმარებელთა პირადულობის ხელშეუხებლობისა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ევროკავშირის შემუშავებულ საყოველთაო დადგენილებას მონაცემთა დაცვის შესახებ (GDPR).
ვინაიდან Tor-ბრაუზერი კომპიუტერსა და Android-ზე არ აგროვებს, არ ამუშავებს და არ ინახავს პირად მონაცემებს — გამომდინარე მოწყობისა თუ გამოყენების თავისებურებებიდან — GDPR საერთოდ არ შეეხება აღნიშნულ პროგრამებს.
თუ კითხვები გაქვთ მონაცემთა დაცვისა და პირადულობის უზრუნველყოფისთვის ჩვენ მიერ გამოცდილი ხერხების შესახებ, შეგვეხმიანეთ: frontdesk@torproject.org.